თორნიკე რიჟვაძე - ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება რეგიონში, უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის ინტერესს, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ სტანდარტებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის პორტის მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება Wondernet Express Investment Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

„გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ რეგიონში წამყვანი ქვეყანა ლოჯისტიკური და მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული თანამშრომლობა მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს კომპანიასთნ, როგორიცაა Trammo. ამ პროექტის ფარგლებში გაცილებით გაუმჯობესდება ის გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომელიც აქამდე არსებობდა. მოხდება დახურულ გარემოში მინერალების გადამუშავება და იქნება სრულ შესაბამისობაში, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე ეროვნულ კანონმდებლობასთან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი პროექტის ეკოლოგიურ მხარეზე გააკეთა.

„ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება რეგიონში, პირველ რიგში, უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის ინტერესს, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ სტანდარტებს. წარმოდგენილი პროექტით კი პირველ რიგში გაცილებით გაუმჯობესდება არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. მოხდება დახურულ გარემოში მინერალების გადამუშავება და იქნება სრულ შესაბამისობაში, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე ეროვნულ კანონმდებლობასთან. დარწმუნებულ ვარ, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით იქნება წარმატებული ქეისი და ღირებული პროექტი რეგიონისთვის“, - აღნიშნა მან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მულტიმოდალური ტერმინალი რეგიონული მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შავი ზღვის ნავსადგურებში, მინერალური სასუქების ტრანსპორტირების მიზნით. პროექთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება კანონის მოთხოვების სრული დაცვით მოხდება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კორპორაცია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ფინანსური დირექტორი უილიამ მარკშტეინი, Wondernet Exspress Investment Group-ის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ბათუმის ნავთობის ტერმინალის გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაევი და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა