ანონსი  15 იანვარი

15 იანვარს, 10:00 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კანადური კომპანიის KAMKON INVESMENTS წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პროექტი „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი“ (GIC).

15 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

15 იანვარს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის პოზიცია პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშიორებით - მოსამართლეთა კანდიდატების თემა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ისინი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) წარმოადგენს.

15 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას წარადგენენ.

მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ. #8

15 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს გია აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ეკა ბესელიას გამოხმაურება გია აბაშიძის განცხადებაზე; განხეთქილება მმართველ გუნდში; მოსამართლეების სია. ე.წ. fake ნიუსები და ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: განხეთქილება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია; მიმდინარე პროცესები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 იანვარს, 11:30 საათზე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ფრაქციის პოზიცია პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით - მოსამართლეთა კანდიდატების თემა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 იანვარს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ შეხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტი, A კორპუსის 303-ე ოთახი.

15 იანვარს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდება.

მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558240770

15 იანვარს, 14:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ (კლინიკა "ლანცეტის" გვერდით), ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრი

საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595053605

15 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

15 იანვარს, 17.00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში საერთო კრებას დაესწრება.

თემა: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების გამოვლენა და დაფინანსების განაწილება.

15 იანვარს, 17:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, მზექალა შანიძის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის.: მერაბ ალექსიძის ქ. N1/3

საკონტაქტო პირები: მარიამ ჯაბიძე - 577 977 199; მარია წერეთელი - 598 84 84 88

15 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

მის.: ძმ. ზუბალაშვილების ქ. N36, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

15 იანვარს, 18:00 საათზე, სიონის ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, მრევლთან ერთად პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის.

15 იანვარს, 20:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა