ეკა ბესელია - სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში ჩემი კრიტიკული პოზიცია აღიქმებოდა, როგორც არათანამოაზრეობა ჯგუფის მიმართ

პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში მას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია და კრიტიკული შეხედულებები ჰქონდა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს აღიქმებოდა როგორც არათანამოაზრეობა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც იუსტიციის საბჭოს სახით იყო წარმოდგენილი. მისივე თქმით, ამან განაპირობა ის, რომ პროცესის წარმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაიბარა.

„როდესაც 2017 წელს სასამართლო სისტემის რეფორმირების ფორმატი შევქმენი, ამ პროცესში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის სკოლის რეფორმა მზადდებოდა. მოგვიანებით სამუშაო ჯგუფი ირაკლი კობახიძემ გადაიბარა და გადაწყვიტა, რომ ის გაძღოლოდა პროცესს. ამას იმით ვხსნი, რომ სამუშაო ჯგუფში მქონდა გარკვეულ საკითხებზე კრიტიკული პოზიცია და კრიტიკული შეხედულებები. ეს ეხებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებს და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხებს. ჩემი პოზიცია იყო ბევრად უფრო თამამი და კრიტიკული, რაც აღქმული იყო როგორც არათანამოაზრეობა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ამ სახით იყო წარმოდგენილი. ამან განაპირობა პროცესის წარმართვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჯერ არც ერთი კანონპროექტი მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა