თინა ხიდაშელი - ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს, კობახიძეს ვინ ეკითხება, ის არის ინსტრუმენტი

ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე გამოყენებულია სისტემისთვის, თუმცა მან ვერ უზრუნველყო რიგი საკითხები, ვინაიდან მას კოლეგებში ავტორიტეტი არ აქვს.

„ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხევვაში არის გამოყენებული ამ სისტემისთვის, უბრალოდ მან ვერ მოახერხა იმის უზრუნველყოფა, რაც აიღო ბიძინა ივანიშვილისგან. მას არ ჰყოფნის ავტორიტეტი, საკუთარ კოლეგებთან პარლამენტში, რომ აი ამ ცირკს არ გვაყურებინონ ტელევიზორში, თოერმ ვინ ეკითხება კობახიძეს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს