ანა დოლიძე - ის მოსამართლეები, ვინც ადამიანები სასამართლო დარბაზში ხმის ამოღების გარეშე ციხეში გაუშვა, მათ შვილიშვილებს დახვდებიან სასამართლო დარბაზში

ბევრად მეტი ხალხი ფხიზლდება ყოველდღე. ფხიზლდება იმიტომ, რომ ჩვენ მივედით გზაგასაყარზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე ისაუბრა.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ბევრად მეტი ხალხი ფხიზლდება ყოველდღე. ფხიზლდება იმიტომ, რომ ჩვენ მივედით გზაგასაყარზე. დაინახეს, რომ მათი ოჯახის წევრებმა, უამრავმა პოლიტპატიმარმა რამდენიმე წელი მოიხადა. ის მოსამართლეები, ვინც ეს ადამიანები სასამართლო დარბაზში ხმის ამოღების გარეშე ციხეში გაუშვა, მათ შვილიშვილებს დახვდებიან სასამართლო დარბაზში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა და იმედი მაქვს ამ რეალობას გაითვალისწინებენ ისინი, ვინც პულტებს უნდა დააჭირონ ხელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ის მოსამართლეები, ვინც ადამიანები სასამართლო დარბაზში ხმის ამოღების გარეშე ციხეში გაუშვა, მათ შვილიშვილებს დახვდებიან სასამართლო დარბაზში"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს