ანა დოლიძე - ავიწყდებათ, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა

ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მართლა საკუთარი კალმებით მივიდა არჩევნებზე, რომ შეეცვალა ხელისუფლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენელთან არსებობს პრეტენზიები, თუმცა მათი ერთ კონტექსტში განხილვა არ შეიძლება. დოლიძე ამ კონტექსტში საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილს გამოყოფს.

„ხმალამოღებული ადამიანები თავიდანვე ხმალამოღებულები იბრძოდნენ და ამოიღებდნენ ხმას, როდესაც იგივე მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ გამწესდა და ლევან მურუსიძე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. რა თქმა უნდა ყელას მიმართ მაქვს პრეტენზია, თუმცა, ახლა მანდ სხვადასხვა ფერებთან გვაქვს საქმე და ერთი და იგივე ყუთში ვერ ჩავდებ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავისი წვლილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში აქვს შეტანილი. მან პოლიტიკური თვალსაზრისით მსჯავრი მოიხადა, მისი ვაჟკაცური არაერთი საქციელი მინახავს და ერთი და იგივე კალათაში არ უნდა ჩავდოთ სოფო კილაძესთან და ვანო ზარდიაშვილთან ერთად. სამწუხაროა, რომ მათ თავინთი თავი ჩადეს ამ კალათაში და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ერთად უნდა იყოს ეს ხალხი. დღეს ვნახე სოფო კილაძის კომენტარი, სია რომ შეჩერდაო, ბიძინა ივანიშვილის და ამ გუნდის დამსახურებააო, ეს ძალიან პრობლემური კომენტარია, აქ ჩანს, რომ ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მართლა საკუთარი კალმებით მივიდნენ არჩევნებზე, რომ შეეცვალათ ხელისუფლება და ახლა ამათ ყველაფერი დაავიწყდათ და დარჩნენ თვითონ მარტო გადაწყვეტილების მიმღებებად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად, საკუთარი კალმებით მივიდნენ არჩევნებზე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა