გია ხუხაშვილი - მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ

ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა... მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სია ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაიწერა.

„ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა... მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ბრიყვები ვგონივართ? გვიმტკიცებენ, რომ თურმე დამოუკიდებელმა ორგანომ, რაღაც პროცედურების დაცვით სია წარადგინა. სია დაიწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ახლა ოფიციალურად რომ ხვდებიან მიქაუტაძე და კობახიძე, არაოფიციალურადაც ხშირად ხვდებიან ხომ? ადგენენ სიას და შემდეგ, ლობირებენ ამ სიას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა