ირაკლი კობახიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა როცა მოხდა, იყო რეგლამენტის და გუნდურობის პრინციპის დარღვევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა იმ დროს, როცა ეს მოხდა, იყო როგორც რეგლამენტის, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.

„რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას იმ დროს, როცა ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა - ამაზეც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს