თურქეთის პროკურატურამ 137 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში 137 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან ანკარას პროკურატურამ 50 პირის დაკავების ორდერი გასცა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გიულენის ორგანიზაციის წევრების შეღწევის გამოძიების საქმის ფარგლებში.

აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია თურქეთის 31 პროვინციაში მიმდინარეობს. დასაკავებელ პირებს შორის მოქმედი სამხედროებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო