ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გლობალური ავიაციის სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გლობალური ავიაციის სამიტში მონაწილეობს. ის სიტყვით გამოვა სამიტში მონაწილე მინისტრების პლენარულ სხდომაზე - Connecting the World და მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საავიაციო დარგში განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სამიტი სამოქალაქო ავიაციისა და ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროების მიერ არის ორგანიზებული. საქართველოს დელეგაციაში ასევე წარმოდგენილნი არიან: სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე გაჩეჩილაძე და შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე.

გლობალური ავიაციის სამიტში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების: ICAO, IATA, CANSO, ACI ხელმძღვანელი პირები და ავიაკომპანიებისა და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილი შეხვედრებს გამართავს ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციისა და ვაჭრობისა და კომერციის მინისტრ შრი სურეშ პრაბუსთან, ასევე, ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ წარმომადგენლებთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს