ბიძინა გეგიძე მოსამართლეების სიაზე - ჯერჯერობით არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესული იყოს

ჯერჯერობით არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესული იყოს, ეს ჯერ არ ჩანს, - ამის შესახებ ფრაქციის "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ჟურნალისტებს განუცხადა. გეგიძის თქმით, საჭიროა საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა, რომელიც ჯერ მინიმალურ დონეზეც არ არის.

„მე პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე ჩემი კონკრეტული ხედვით, თუ როგორ ვხედავ ამ პროცესს. იქ სამი ძირითადი მიმართულება იყო - ფორმატი, დღის წესრიგი და სივრცეები.

ჯერჯერობით არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესული იყოს, ჯერ არ ჩანს ეს. თუ გამოჩნდება, ყველა ერთად დავინახავთ. პარლამენტში ყველა წევრის მხრიდან უნდა იყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის მზაობა. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. ჯერჯერობით მინიმალური ნდობაც არ არის,"- განაცხადა გეგიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კრიტერიუმების გასაწერად საუკეთესო ფორმატი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფია. გეგიძის თქმით, საჭიროა ამ ჯგუფის გადახალისება, ახალი გამოწვევების შესაბამისად.

„დღეს არის სრულიად სხვა მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ადეკვატური იქნება გადაწყვეტილება, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი გადახალისდეს ან გაჯანსაღდეს, ისევე, როგორც პროცესი უნდა გაჯანსაღდეს. აქ სრულიად ახალი გამოწვევებია და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ჯგუფის დაკომპლექტება,"- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო