„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრება პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ჩატარდა

კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრება პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ჩატარდა.

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობასთან კონსულტაცია გამართეს. მათ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2019 წლიდან ამოქმედდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიხედვითაც სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას, ასევე, თუ რომელი პრობლემის მოსაგვარებლად უნდა დაიხარჯოს კონკრეტული სოფლისთვის განკუთვნილი თანხა, თავად სოფლის მკვიდრი მოსახლეობა გადაწყვეტს.

„სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან მსგავსი კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე. დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებაშიც მიიღო მონაწილეობა“, - ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს