გედევან ფოფხაძე - უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ქვეყნის მიმართ განხორციელდეს აგრესია და არ ვიყოთ სოლიდარულები უკრაინელ ხალხთან

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ვიყოთ ერთიანი, ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ქვეყნის მიმართ განხორციელდეს აგრესია და არ შეიძლება, არ ვიყოთ სოლიდარულები უკრაინელ ხალხთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური პროცესი.

ამასთან, როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის პოლიტიკოსების მიერ შეფასება სწორად არ მიაჩნია. „ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ და მისმა საოკუპაციო პოლიტიკამ უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენც რომ ვყოფილიყავით რუსეთის ეკლესიის ნაწილი, ბუნებრივია, ასეთი პროცესების შემდეგ ჩვენც ცალსახა პოზიცია გვექნებოდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გაცილებით ძველია და მისი ავტოკეფალია აბსოლუტურად კანონზომიერია. შესაბამისად, უკრაინამაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ შემთხვევაში ბუნებრივი იყო. რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, მე ნამდვილად არ ვაპირებ მისი პოზიციის შეფასებას. არა მგონია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ეს სწორი იყოს. ჩემს პოზიციას კი ცალსახად ვაფასებ - მივესალმები ამ პროცესებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ობიექტური და ლოგიკური პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან საერთო ღირებულებები და რწმენა გაგვაჩნია, ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლური ქვეყნის მიმართ განხორციელდეს აგრესია და არ შეიძლება, არ ვიყოთ სოლიდარულები უკრაინელ ხალხთან“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო