გედევან ფოფხაძე - არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია

არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია. სანთლითა და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა მეორე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განუცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ საერო და სასულიერო პირებს შორის შეთანხმება მოხდება.

„ეკლესიები და საეკლესიო დაწესებულებები ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. მე არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის. მესმის, რომ იმ ადამიანებს იქ სამუშაო ადგილები აქვთ და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. არ მგონია, რომ ეს ისეთი პრობლემა იყოს, რომლის აქტუალიზაციაც ამ ეტაპზე საჭირო იყოს.

ეკლესია - მონასტრებში ვაჭრობა, როგორც წესი, ეკლესიის მხრიდან მხოლოდ საეკლესიო ატრიბუტიკით ხდება. სანთლითა და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა მეორე. იქ მლოცველები ადიან იმ მიზნით, რომ ეზიარონ ჩვენს წარსულს და დაესწრონ ღვთისმსახურებას. რაღაცა დონეზე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ საერო და სასულიერო პირებმა. ეს საკითხები არ უნდა იყოს კონფლიქტის მიზეზი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს