მელიქიშვილზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, თუმცა თავდაპირველად ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო: დაცხრილული მანქანა და მობილიზებული პოლიცილები - კადრები მელიქიშვილის გამზირიდან, სადაც ცეცხლი მოძრავი მანქანიდან გახსნეს