თვითმხილველი - სულ მცირე 4 გასროლა იყო, მძღოლი გაიქცაო, ასე ამბობენ

მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის, ავტოსადგომის დარაჯის ინფორმაცით, „კიას“ მარკის ავტომობილის მისამართით სულ მცირე ოთხჯერ გაისროლეს.

„სროლის ხმა გავიგონე. ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, სულ მცირე 4 გასროლა იყო. ტატიშვილის ქუჩიდან მოდიოდა ხმები. მანქანა მელიქიშვილის გამზირზე უკვე ცარიელი ჩამოვიდა. დაჭრილი არავინაა. მძღოლი გაიქცაო, ასე ამბობენ", - აღნიშნა თვითმხილველმა უშანგი გულაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ამის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

იხილეტ ვიდეო: "ოთხი გასროლა მაინც იყო, მერე ჩამოვიდა და გაიქცა" - რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე სროლას შეესწრო და ვის ეკუთვნის დაცხრილული მანქანა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო