ანონსი 16 იანვარი

16 იანვარს, 09:30 საათზე, სასტუმროში “Holiday Inn” გაიმართება შეხვედრა სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან, რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების პროექტების წარდგენას და განხილვას.

მის.: 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „Holiday Inn“

საკონტაქტო პირი ინგა ნიკაგოსიანი - 577 293979

16 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავას ქ. N7

16 იანვარს, 11:00 საათზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი და კლინიკის პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: გრიპის ვირუსი; კლინიკაში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა; ვირუსის გავრცელების შემდგომი ეტაპი და მზაობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

16 იანვარს, 11:00 საათზე, საუდის არაბეთის სამეფოსთან საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის და მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

16 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეოლოგ ლევან აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხი. ჯვრის მონასტრის ჩაკეტვა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეოლოგ ნუგზარ ბარდაველიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხი. ჯვრის მონასტრის ჩაკეტვა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 იანვარს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას და კომიტეტის წევრების შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

16 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში დავით ბაქრაძის და ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ინიციატივა მოსამართლეთა დანიშვნის წესზე.

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

16 იანვარს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ტურისტული კომპანია "გრანდ თრეველ გრუპის" დირექტორი თამარ დოლიძე, "გრანდ თრეველ გრუპის" წევრი გიორგი კაკიაშვილი და შპს "სამაია გრუპის" წევრი რევაზ გენგაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: გუდაურში Fun fest gudauri 2019 გაიმართება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 იანვარს, 13.00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის წესი.

მის.: ვაჟა-ფშაველას I შესახვ. 1/43, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შენობა.

16 იანვარს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

16 იანვარს, 13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით. შეხვედრას გახსნიან და მონაწილეებს მიესალმებიან თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი.

მის.: რუსთაველის გამზ. #8, საქართველოს პარლამენტის სასახლე (შეხვედრების ოთახი 307ა)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო