დავით ასათიანი - მოსამართლეთა არჩევის პროცესის დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ წარმართვა, მართმსაჯულებისადმი ნდობას აზიანებს, რაც საზოგადეობაში ისედაც დაბალია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ წარმართვა, მართლმსაჯულებისადმი ნდობას აზიანებს, რაც საზოგადოებაში ისედაც დაბალია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძრვანმელმა, დავით ასათიანმა გააკეთა. ასათიანის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოასამართლეების დამტკიცების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა აზრის გათვალისწინება.

მისი თქმით, მზად არიან შეხვდნენ როგორც პოლიტიკოსების ფართო სპექტრს, ასევე იუსტიცის საბჭოს ფორმატშიც მიიღონ მონაწილოება.

„უზენაესი სასაამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან, უნდა ჰქონდეთ მაღალი ნდობა იურიდიული პროფესიის მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. იმ პირობებში, როცა სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის დაბალი, მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის იურისტები გამწესდნენ“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის წევრებს დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე ხვდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა