თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ, სადგურებიდან ამოსული მგზავრები კი ამბობდნენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა