ერთ-ერთი ვერსიით, ვერაზე მანქანის ჩაცხრილვა, შესაძლოა, მინდია გოგოჭურის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს

ვერაზე მანქანის ჩაცხრილვა და ორმხრივი სროლა შესაძლოა, მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, მათი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის და კაჭარავას კონფლიქტს უკავშირდება და ეს კვლავ ორ სამეგობროს შორის სისხლიანი გარჩევის გაგრძელებაა. „კურიერის“ ცნობით, ადუაშვილი კაჭარავას მეგობარია, კუჭავა კი, სავარაუდოდ, გოგოჭურის.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა, რა დროსაც ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი მან იმ ავტომობილისკენ ისროლა, სადაც კუჭავა იჯდა. სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა