თაკო ჩარკვიანის თქმით, მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში ანტიკორუფციული გეგმით „შემოაბიჯებს“

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის თქმით, პირველი, რითაც მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში „შემოაბიჯებს“, ანტიკორუფციული გეგმა იქნება. ამის შესახებ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.

„ჩემთან სისტემატურად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახლა ხმას მისცემენ გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ არჩევნების შემდეგ რაღაც ცალკე პარტიის შექმნა სურთ. ჩვენ ვთქვით, რომ ეს პარტია გაკეთდება და გავაკეთეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ენთუზიაზმით ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ჭეშმარიტად იდეის გარშემო გაერთიანება. ზოგიერთი მათგანი ჩვენს გვერდით გაერთიანებულ ოპოზიციაშიც იბრძოდა. ჩვენ ერთად წავედით აქედან თელავში. მე უბრალოდ ეთიკის ამბავში შევიკავებ ახლა თავს პიროვნებების დასახელებისგან. ეს უხერხულია, რადგან ახლა მე 12 ადამიანი მაინც უნდა დავასახელო, რაც უბრალოდ არ იქნება ლამაზი პრეზენტაციამდე. თუ გნებავთ, შემუშავებული სიმპათიური პროგრამიდან რამდენიმე რგოლს დაგისახელებთ. ერთი, რაც მინდა ზუსტად გითხრათ, პრეტენზია რაზეც გვაქვს და რითიც შემოვაბიჯებთ - ეს არის ანტიკორუფციული გეგმა, ვინაიდან როდესაც მუშაობა დავიწყეთ, პირველი პუნქტი, რომელიც შემოვიტანეთ, ეს იყო რეგიონული განვითარება. აღმოჩნდა, რომ არც ერთი კანონი საქართველოში არ იმუშავებს. თავი რომ მოიკლა, რაოდენ კარგი სპეციალისტებიც არ უნდა მოიყვანო - თუ ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ახლა უმოქმედოდ დევს, როგორც საჭურისი, ჩვენ არ მოვიყვანეთ მოქმედებაში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა