დიდი ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელი - ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რეალიზებაზე, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი არ დაუჭირა ტერეზა მეის მთავრობის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას „ბრექსიტის“ შესახებ.

როგორც ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა, პრემიერი მიიჩნევს, რომ მას პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ, მმართველ პარტიას ორი კვირის განმავლობაში შეუძლია ალტერნატიული მთავრობის ფორმირება და ხელახლა ნდობის ვოტუმის პროცედურის გავლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო