ემანუელ მაკრონი „ბრექსითის“ თაობაზე ახალი მოლაპარაკების შესაძლებლობას გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის დიდ ბრიტანეთთან „ბრექსითის“ თაობაზე ახალი მოლაპარაკების შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

„შეიძლება შეთანხმების ერთი ან ორი პუნქტის გაუმჯობესება, თუმცა არც ამის მჯერა, ვინაიდან ჩვენ მაქსიმალურად შესაძლებელი გავაკეთეთ ამ შეთანხმების მისაღწევად და უარს არ ვიტყვით ევროპელების ინტერესების დაცვაზე ბრიტანეთის შიდა პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლით, პირველ რიგში ბრიტანელები იზარალებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა