მაიკ პომპეო - ირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის

ირანის მიერ თანამგზავრის გაშვება ცხადყოფს, რომ ირანის ხელისუფლებას რაკეტების წარმოების პროგრამის გაძლიერება სურს, რაც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის მიუხედავად ირანის რეჟიმმა დღეს თანამგზავრის გაშვება განახორციელა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის“, - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერის“ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თანამგზავრების გაშვებით ირანი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.

მანამდე ირანის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამად ჯავად აზარი ჯაჰრუმიმ განაცხადა, რომ ირანული თანამგზავრი „ფაიამი“ ორბიტაზე ვერ გავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა