ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დ.ღ დღეს სასამართლო პროცესს დაესწრება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღეს პირველი პროცესია, როცა სხდომას თავად ბრალდებული თავისუფლებაში მყოფი ესწრება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გასულ სხდომაზე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე პროკურატურის მიერ გასულ სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დააფიქსირებს პოზიციას. საუბარია, ბრალდების მხრიდან დაცვის მხარის მტკიცებულებების უდაოდ ცნობაზე.

აღნიშნულ შუამდგომლობას უპრეცედენტოს უწოდებს დ.ღ.-ს ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი. როგორც ის განმარტავს, იმის ფონზე, როცა აღნიშნულ საქმეზე

საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, პროკურატურამ გამოსაკვლევი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის მოწმეების დაკითხვა და დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო