მიხეილ გიორგაძე - ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება მალე მოგვარდება - სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს, სად გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს

დარწმუნებული ვარ, ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გაიხსნება ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება არც ასეთი სტატუსის ძეგლს და არც ზოგადად, ცივილიზებულ გარემოს შეეფერება. როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგ არსებული ვითარება მოწესრიგდება.

„სანამ ეს შედარებით დიდი პროექტი გაკეთდება, პირველადი მოწესრიგებისთვის, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროს ენიჭებოდეს. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ პრობლემისთვის თავის არიდებას. ჩვენი მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, მიხეილ გიორგაძის თქმით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს.

„დარწმუნებული ვარ, ძეგლის ჭიშკარი გაიხსნება და არც ტურისტებს, არც მომლოცველებს პრობლემა არ ექნებათ, რომ შეაღწიონ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა