რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვას რეგიონებში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე, რომლებიც კოალიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ წარადგენენ.

ამასთან, განხილვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები.

„შეხვედრები რეგიონებში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან დაიწყება. განხილვა 10:30 საათზე სასტუმრო “ერა პალასში” გაიმართება. ხვალვე, 14:00 საათზე, მეორე შეხვედრა ოზურგეთშია დაგეგმილი. ოზურგეთში განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

შეხვედრები გაგრძელდება 17 იანვარსაც. 11:00 საათზე სტრატეგიის განხილვა ზუგდიდში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო 16:00 საათზე ქუთაისში, სასტუმრო “რჩეული პალასში” გაიმართება.

შეხვედრების პირველი ციკლი 19 იანვარს ამბროლაურში დასრულდება. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სტრატეგიას 11:30 საათზე ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში განიხილავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ღიაა მედიისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო