ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მსოფლიო ბანკთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას აპირებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნით ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პრიორიტეტად ისახავს პროექტების განხორციელებას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

აღნიშნული პროექტები მთლიანობაში 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მოითხოვს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 4.800 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, 6 პორტის და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის შესრულება ხელშესახებ შედეგებს მოუტანს რეგიონის მოსახლეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა