„ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსონ ბალანსი

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, „ბილაინის“ აბონენტებს სთავაზობს ავტომატური გადახდების მომსახურებას, ბილაინის აპლიკაციაში და ბილაინის ვებგვერდზეც - პირად კაბინეტში. ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მომსახურება აბონენტს საშუალებას აძლევს საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსოს მობილურის ბალანსი, როდესაც ის აღწევს მომხმარებლის მიერ მითითებულ მინიმალურ ნიშნულს. ავტომატური გადახდის გამოყენება ასევე შესაძლებელია: ტარიფისა და პაკეტის გაგრძელებისთვის, ბილაინ კრედიტის და განვადების დასაფარად.

„MyBeeline აპლიკაციისა და „ბილაინის“ ვებგვერდის მეშვეობით, ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას, მათ შორის შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და სხვა. კომპანია მუდმივად ავითარებს ციფრულ მიმართულებას და ბილაინის აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე პროდუქტებს, რომლებიც მაქსიმალურად უმარტივებენ და ხელმისაწვდომს ხდიან მომსახურების მიღებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა