FAO-ს წინასწარი პროგნოზით, 2019 წელს ნავარაუდევია ხორბლის და სიმინდის მოსავლის კლება და ბრინჯის მარაგის რეკორდული ზრდა

2018 წელს FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის შემცირების ტენდენციაში ერთადერთი გამონაკლისი მარცვლოვან კულტურებზე მზარდი ფასები იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

მათივე ცნობით, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, დეკემბრის თვეში სტაბილურობით გამოირჩეოდა და 161.7 ერთეული შეადგინა. 2018 წელს FAO-ს ფასების საშუალო ინდექსი 168.4 ერთეული იყო, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით ნაკლებია და 2011 წელის პიკურ პერიოდთან მიმართებით - 27%-ით ნაკლები.

„გასული წლის ბოლო თვეს, ხორბლისა და სიმინდის ფასები მზარდი იყო, რაც ძირითადად, გამოწვეულია არამდგრადი მეტეოროლოგიური პირობებით სამხრეთ ნახევარსფეროში. ბრინჯის ფასი კი ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად მცირდებოდა. FAO-ს წინასწარი პროგნოზის თანახმად, 2019 წელს ნავარაუდევია ხორბლისა და სიმინდის მოსავლის კლება, მაშინ როცა ბრინჯის მარაგის რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი.

დეკემბრის თვეში, სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის - მცენარეული ზეთის ფასი, უმნიშვნელოდ, 0.4%-ით გაიზარდა. კლების ტენდენციით ხასიათდება სოიოს ზეთის ფასი, რაც განპირობებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უხვი მარაგით და ევროპის ქვეყნებში პროდუქტზე დაბალი მოთხოვნით.

უმნიშვნელოდაა შეცვლილი ხორცის ფასების ინდექსიც, რაც ღორის ხორცის 0.8%-იანმა ზრდამ გამოიწვია, რის მიზეზსაც დეკემბრის თვეში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. 2018 წელს კი ხორცის ინდექსი საშუალოდ, 2.2%-ით შემცირდა.

დეკემბრის თვის ჩათვლით, უწყვეტად, 7 თვის განმავლობაში მცირდებოდა რძის ფასის ინდექსი, რომელიც ნოემბრის თვესთან შედარებით 3.3%-ითაა დაკლებული. კლება განპირობებული იყო კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე გლობალური ფასების ვარდნით. წინა წელთან შედარებით 2018-ში რძისა და რძის პროდუქტებზე ფასი 4.6%-ითაა დაკლებული.

დეკემბერში 1.9%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასის ინდექსიც, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ინდოეთში გაზრდილი შაქრის წარმოებით, ნაწილობრივ კი ნედლ ნავთობზე საერთაშორისო ფასის ვარდნით, რამაც განაპირობა შაქრის ლერწამზე მოთხოვნის კლება (შაქრის ლერწამი ნავთობში ეთანოლის გამოსაყოფად გამოიყენება), რის შედეგადაც გაიზრდა იმავე პროდუქტის მიწოდება შაქრის მწარმოებელ ქვეყნებში, მეტწილად ბრაზილიაში, რომელიც შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორია“, - აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან