საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სამეცნიერო კვლევა ჩატარდა

“ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის” (GFCM) პროექტის BlackSea4Fish ფარგლებში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო კვლევა განხორციელდა, რომელიც ასევე მოიცავდა აკუსტიკურ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებასა და თევზების მარაგების დადგენას. სამეცნიერო კვლევები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქ სპეციალისტებთან ერთად ახორცილებდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა