ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩასაბარებლად მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს

ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩასაბარებლად მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მოხდება ჩიჩილაკების და ნაძის ხეების დამუშავება და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება.

„დასრულდა საახალწლო დღეები და ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება თუ სად წაიღოს გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მათი მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში დაიწყება აქცია, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ჩიჩილაკები და ნაძვის ხეები. კონკრეტული ადგილები იქნება მოცემული, მაგალითად, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, ვერის ბაღი. შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოსახლეობა მიიტანს ჩიჩილაკებს, ნაძვის ხეებს და ჩააბარებენ, შემდეგ მოხდება მათი დამუშავება და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა