კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, თბილისის მერმა რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა. მათ შორის, მეტროსადგურ „გოცირიძის“, „ვარკეთილის“, „გურამიშვილისა“ და სხვა მეტროსადგურების შესახებ.

„მინდა, შევეხო მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, თუმცა ტენდერი განმეორებით გამოცხადდა და იმედს ვიტოვებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და უკვე განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციის შესახებ. გვინდა, სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაცია განხორციელდეს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვაკეთილთან“ დაკავშირებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთი წლის წინ მეტროსდგურში ჭერის ჩამონგრევა არასწორად განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია და ის დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევით სამუშაოებით დადგინდა, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება და მოგვცეს მითითება, რომ თავიდან უნდა განხორციელდეს. პროექტი იყო არასწორად გაკეთებული, არასწორად შედგენილი და შესაბამისად, ყველაფერზე მუშაობის დაწყება თავიდან მოგვიწია. მესმის, რომ მოსახლეობისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც პრიორიტეტულია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება.

ასევე, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო. დაწუნებულია წარმოდგენილი პროექტი და მისი შედგენა თავიდან მოხდება და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება მეტროსადგურ „ისანთან“, „თავისუფლების მოედანთან“, „რუსთაველთან“, „მარჯანიშვილთან“ და „წერეთელთან“ დაკავშირებული ტენდერი“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს