კახა კალაძე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ვირუსული დაავადებების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური ექიმები 24 საათიან რეჟიმში მაქსიმალურს აკეთებდნენ მოქალაქეების მომსახურებისთვის.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო საგანაგებო რეჟიმში მუშაობენ. 24:00 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისსა და თბილისელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით და მძღოლებით.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში, არ წყდება ზარები მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ემსახურონ თბილისსა და თბილისელებს. მადლობა ამ ადამიანებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. მართლაც ნამდვილი გმირები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა