ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი განახლებული ბანერით შეიცვლება

ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი განახლებული ბანერით შეიცვლება, - აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, რეაბილიტირებული ქუჩის შესაბამისი უნდა იყოს. საკითხის მოგვარება კალაძემ მის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა.

„თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წელს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და აეროპორტების გადასახვევთან არსებული მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა გვაქვს დაგეგმილი. ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ორივე თარგის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, რადგან ეს თარგები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, საკმაოდ ლამაზი იქნება იქაურობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოვხსნათ ბანერი, რომელსაც ბუშის ქუჩა აწერია, თავისი ფოტოთი და განახლებული გავაკეთოთ, რომელიც ამ რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება. ამასაც მივაქციოთ ყურადღება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება აეროპორტის გზაზე მდებარე მონუმენტს - „ადამიანი და მზე“, კალაძის თქმით, მის თარგში დეკორატიული აუზი, ასევე განათება მოეწყობა, გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაირგვება მცენარეები.

„ზოგადად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის განხორციელება. აღნიშნულ პროექტზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ დაიწყოს სამუშაოები. საკმაოდ მასშტაბური და ძვირად ღირებული პროექტია, თუმცა ძალიან აუცილებელი“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა