თეოლოგი - თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია თუ არა

თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია თუ არა, - ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს საკითხები კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. მე მომხრე ვარ იმისა, რომ კანონმდებლობა მოქმედებდეს და არა რომელიღაც მღვდლისა თუ მონატრის წინამძღვრის ნება. მე არ ვიცი კანონი როგორ და რას არეგულირებს, მაგრამ მე არ მომწონს, რომ ჩვენი ხელისუფლებას, იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გუბერნატორი, კანონში კი არ იხედება, არამედ ეკლესიის მიმართ რაღაც შიშები აქვს, ვიღაცას არ ვაწყენინოო. თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია, არ აცვია, ხარისხი აქვს თუ არ აქვს. ეს საკითხი ჯობია იურისტებს ჰკითხოთ ვინ იყო სწორი. მე მომხრე ვარ, რომ ჩვენ ეკლესიას არანაირი პრივილეგიები და უპირატესობები არ ჰქონდეს ", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, გარევაჭრობა კანონით უნდა დარეგულირდეს.

„შეიძლება ამ გარევაჭრობამ ისეთი ფორმები მიიღო, რაც არ ვარგა. შეიძლება ტურისტებისთვისაც არაა კარგი. ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად რა ხდება. შეიძლება ისეთი კანონები მივიღოთ, რომ გარევაჭრობა უფრო მოწესრიგებული იყოს", - განაცხადა აბაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო