გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიზიტის ფარგლებში ყატარის მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამასთანავე, ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ განზრახულობათა დოკუმენტს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ყატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა