ლევან ხაბეიშვილი დეპუტატების ბექა ოდიშარიას და დავით სონღულაშვილის საკითხის გარკვევას თბილისის მერთან ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს პარლამენტის ორი დეპუტატის - ბექა ოდიშარიასა და დავით სონღულაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართავს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიაში განუცხადა, ბექა ოდიშარიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვა აქვს მიღებული, ხოლო დავით სონღულაშვილს მერიამ უსასყიდლოდ 600 კვ.მ-ის ფართი გადასცა.

ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერისგან მიიღო დაპირება, რომ ორივე საკითხს განიხილავს და საზოგადოებას პასუხი ეცნობება.

„პირველი საკითხი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დავაყენეთ, ეხება ბექა ოდიშარიას მიერ თაბორის მთაზე მშენებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. კახა კალაძისგან ვითხოვდით პასუხს რას ფიქრობს ამაზე. მივიღეთ პასუხი, რომ ის ამ გადაწყვეტილებაში ჩაერევა. ფაქტია ისიც, რომ მისი პოზიციიდან გამომდინარე, არც მას მოსწონს წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ზონა შეუცვალეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და დღეს უკვე ფაქტობრივად სამშენებლო ნებართვამდეა მისული. მისი პირადი პოზიცია, რაც მოვისმინეთ არის უარყოფითი. არ მოსწონს ის, რომ დღეს იქ შეიძლება მშენებლობა გაჩაღდეს და სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს თაბორის მთა. შესაბამისად, დედაქალაქის მერი პირადად ჩაერთვება ამ საკითხში და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია საბოლოოდ მიიღებს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, კალაძის მერობის პირობებში, ოდიშარია მშენებლობის ნებართვას",- განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ ფართზე ზონალური ცვლილება 2011 წელს მოხდა, ხოლო ოდიშარიასთვის მშენებლობის ნებართვის საკითხი მერიამ 2016-2017 წლებში განიხილა.

მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე ასევე დააყენა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილთან დაკავშირებული საკითხი. მისივე განმარტებით, მერიამ სონღულაშვილს, თბილისში, პეკინის ქუჩაზე 600 კვ.მ.-ის ფართი გადასცა.

„საკითხი ეხება 2017 წლის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატ დავით სონღულაშვილს და კიდევ ორ კომპანიას 2000 კვ.მ. ფართი დაუკანონა აბსოლუტურად უსასყიდლოდ მერიამ. ამ თემასთან დაკავშირებითაც კალაძემ თქვა, რომ საქმის კურსში არ არის და ჩაერთვება.

ორი დეპუტატის შემთხვევაში "შემთხვევით" აღმოვაჩინეთ, რომ ერთმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მიიღო მშენებლობის ნებართვა, მეორემ 2017 წელს, 600 კვ.მ ფართი მიიღო მერიისგან",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა