ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის მიერ 2018 წელს საქართველოსთვის გადმორიცხული110 მილიონი ლარის შესახებ ისაუბრებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, 17 იანვარს მედიასთან შეხვედრას გამართავს და საქართველოში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მიერ 2018 წელს გადმორიცხული110 მილიონი ლარის შესახებ ისაუბრებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის ელჩი მთავარ საკითხებს შეაჯამებს.

„2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, განათლება და შრომითი ბაზარი. კარლ ჰარცელი ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შედეგებსა და მიღწევეზე და შეაჯამებს 2018 წლის მთავარ საკითხებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო