23 იანვარს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა გაიმართება

23 იანვარს, „ბიბლუს გალერეაში“ გვანცა გუბელაძის წიგნის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუს გალერიიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გუბელაძე და ტოტოღაშვილი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებულები არიან, ხოლო დებიუტანტ ავტორებს სტუმრები პირადად გაიცნობენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნებს წარადგენენ: კონკურსის ჟიურის წევრები: ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი და მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი; მწერლები: თამრი ფხაკაძე; ტორესა მოსი; მხატვარი, მაკა ზედელაშვილი.

კონკურსს გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა. ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგოები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“. ჟიურის რჩეულები კი არიან ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია".

იაგო თვალაბეიშვილის, ვახტანგ ვახტანგაძისა და ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნების წარდგენა უკვე გაიმართა და „ბიბლუსის“ ფილიალებში მათი წიგნები უკვე იყიდება.

პრეზენტაციაზე კონკურსის ხუთივე გამარჯვებულის წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული წიგნების წარდგენა - https://www.facebook.com/events/750190405350571/?ref=br_rs

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა