მოწმის განცხადებით, ნარკომოვაჭრე  ხოაკინ გუსმანმა მექსიკის პრეზიდენტს 100 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი მისცა

ნარკომოვაჭრე ხოაკინ გუსმანმა, რომელიც ცნობილია მეტსახელით „ელ ჩაპო“, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი მისცა ენრიკე პენია ნიეტოს, რომელიც 2012-2018 წლებში მექსიკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე „ელ ჩაპოს“ გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ალექს სიფუენტესმა განაცხადა.

ჩვენების მიცემისას ალექს სიფუენტესმა განაცხადა, რომ ქრთამი მექსიკის პრეზიდენტს 2012 წელს გადაეცა „ელ ჩაპოს“ მეგობრის შუამდგომლობით. იმ დროისთვის პენია ნიეტოს უკვე მოგებული ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ოფიციალურად მოვალეობების შესრულებას იმ დროისთვის არ შედგომია.

ენრიკე პენია ნიეტოს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ქრთამის აღებას. მისი თქმით, სწორედ პენია ნიეტოს პრეზიდენტობისას მოხდა „ელ ჩაპოს“ დაკავება და აშშ-ში ექსტრადირება.

ხოაკინ გუსმანი („ელ ჩაპო“) მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერს სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს