სერგეი ლავროვი - მოსკოვი განაგრძობს ადეკვატური პასუხის გაცემას რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს გაზრდილი აქტიურობის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების გამო

მოსკოვი განაგრძობს ადეკვატური პასუხის გაცემას რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს გაზრდილი აქტიურობის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების გამო. ამის შესახებ 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ ნატო-ს გაზრდილ აქტიურობაზე და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების გამო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი კვლავ დაინტერესებულია აშშ -სა და ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენით თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე“.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა