დიმიტრი ხუნდაძე - ჯვრის მონასტრის დაკეტვა პრობლემის მოგვარების აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა იყო - არსებული პრობლემის მიზეზი დღემდე მოქმედი მორატორიუმია

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზები მცხეთისთვის დაწესებული მორატორიუმიდან მომდინარეობს.

როგორც პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მორატორიუმის ფარგლებში პრაქტიკულად ყველაფერი შეჩერებულია, გარდა სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სწორედ ამიტომ, სხვა პრობლემებთან ერთად, ვერ გვარდება გარევაჭრობის პრობლემა.

ხუნდაძის თქმით, მორატორიუმის წესების შეცვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რის შესახებაც დაპირება წინასაარჩევნოდ გაიცა.

“სასიამოვნოა მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯვრის მონასტრის კარი გაიხსნა. მონასტრის დაკეტვა პრობლემის მოგვარების აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა იყო. არსებული პრობლემის მიზეზი არის დღემდე მოქმედი მორატორიუმი, რომელიც თავისი შინაარსიით მონასტრის გამოკეტვას ჰგავს. მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი სწორედ მორატორიუმი და მისი წესებია. პრობლემა მოუგვარებელი იქნება, ვიდრე მორატორიუმის წესები არ შეიცვლება და არ შემუშავდება ფორმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება ისე, რომ არ დამახინჯდეს მისი იერ-სახე და არ დაიწყოს უსახური მშენებლობები. მთავრობამ 2-თვიანი ვადა ითხოვა იმისთვის, რომ შემუშავდეს წესები, რაც ქალაქის იერ-სახეს არ შელახავს და ქალაქსა და მოსახლეობას განვითარების შესაძლებლობას მიცემს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წლის წინ მცხეთის მერიამ ფარდულები დაამზადა, მაგრამ ჯვრის მონასტრის მოძღვარმა მათ განთავსებაზე უარი განაცხადა, რადგან “ისინი პრობლემის მოგვარებას მოვაჭრეთა გაყრაში ხედავენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“.

“საუკეთესო გამოსავალი მათ მონასტრის გამოკეტვაში ნახეს, რაც არსად არ მინახავს, არც მსმენია - ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა“, - დასძინა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო