დიმიტრი ხუნდაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიიდან მოსამართლეთა ნაწილი ჩემთვის მიუღებელია, ნაწილი - მისაღები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიიდან მოსამართლეთა ნაწილი ჩემთვის დღესვე მიუღებელია, ნაწილი - დღესვე მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მთავარი მიზანი თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც საზოგადოების ინტერესებთან იქნება თანხვედრაში.

„მთავარია შემუშავდეს წესები, რომ გადაწყვეტილების მიმღები ყველა ადამიანი გათავისუფლდეს ჭარბი ემოციებისგან, სუბიექტივიზმისგან და საბოლოოდ, იმდაგვარი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც თავისუფალი სასამართლოს ფორმირებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო