ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია.

ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 69 მილიონი ლარია.

„გამარჯვებულის გამოვლენის ოქმი ატვირთულია საიტზე. ეს არის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, გამარჯვებულად წარმოდგენილია "ისუზუ", რომელიც მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარკვეული პროცედურაა დარჩენილი. დაახლოებით, 69 მილიონ ლარამდეა ჯამური ღორებულება. საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ. 2019 წლის განმავლობაში ეს არის ის კვოტა, რომელიც 220 ერთული 8-მეტრიანი, თანამედროვე ტიპის ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს. რა ეტაპებად შემოვა ავტობუსები, ჯერ არ ვიცით, რადგან ხელშეკრულება დადებული არ არის",- განაცხადა ხმალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა