დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია

დღეს ოფიციალურად დავარეგისტრირებთ პარლამენტის დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი ოფიციალურად მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ უნდა წარადგინოს მოსამართლეების ახალი სია, რომლის შედგენაც კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება.

ამავე დროს, ბაქრაძის თქმით, დავაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, „ქართული ოცნების" ორ გუნდს შორის, არ არსებობს მართალი მხარე, რადგან ხელისუფლებამ დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა.

„სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ, როგორც წინა ხელისუფლების ნაწილს, გვაქვს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმ ხელისუფლების პირობებში ბევრი გაკეთდა სასამართლოსთვის. მაგალითად, კორუფციის აღმოფხვრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ვერ და არ იქნა მიღწეული სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამაზე პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მაგრამ "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ჩვენ ასევე კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც სასამართლოში ხდებოდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. როდესაც "ქართულ ოცნებას" არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, ძალიან მარტივად მოახდინა ხელისუფლებას დაქვემდებარებული მოსამართლეების საკუთარ თავზე გადაქვემდებარება, სისტემაზე კონტროლის აღება და ყველანაირად შეუწყო ხელი იმ კლანის ჩამოყალიბებას, რომლის საშუალებითაც დღეს იმართება სასამართლო სისტემა. ამიტომ დავაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს "ქართული ოცნების" ორ გუნდს შორის, არ არსებობს მართალი მხარე.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, საზოგადოებას წარმოვუდგენთ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რა უნდა გაკეთდეს სასამართლოს გაჯანსაღებისთვის. პირველი ეხება პარლამენტში უკვე შემოტანილ სიას. აუცილებელია, პარლამენტმა პასუხი გასცეს ამ სიას, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება. პარლამენტმა პასუხი უნდა გასცეს ამ გამოწვევას და ამის პასუხი გახლავთ პარლამენტის რეზოლუციის მიღება. პროექტის ოფიციალურად დარეგისტრირება ჩვენ მიერ დღეს მოხდება და პარლამენტი ამ დოკუმენტით, საკუთარი დადგენილებით ოფიციალურად მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს ის სია, რომელიც შემოსულია ყოველგვარი განხილვის და კრიტერიუმების გარეშე და ახალი სია მოამზადოს კრიტერიუმების შესაბამისად,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა