თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ომბუდსმენს - თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინების ნაცვლად, თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან გამათავისუფლა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ მათ „დისკიმინაციის აღმოფხვრისთვის“ სახალხო დამცველს მიმართეს.

„ქალბატონო ნინო, თქვენ დაადგინეთ, რომ თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ამის შემდეგ თქვენ მიმართეთ მას ორი რეკომენდაციით, - რომ ჩვენს მიმართ აღმოფხვრილიყო მძიმე სამუშაო პირობები და მომავალში მერს თავი უნდა შეეკავებინა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან. თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინების ნაცვლად, თიანეთის მერმა გაგვათავისუფლა თანამდებობიდან. ამის შემდეგ როგორც დავიცვათ ჩვენი უფლებები?“ - მიმართა ნინო ლომჯარიას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილმა წარმომადგენელმა, დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახაბერ კუჭავამ.

თავის მხრივ, მერიის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, მერმა ჩათვალა, რომ თანამშრომლების მხრიდან სახალხო დამცველისთვის მიმართვა „მერის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა სახალხო დამცველს კითხვით მიმართეს, თუ რა უნდა გააკეთონ მსგავს სიტუაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა