სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული

ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა ეს სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა. ლომჯარიას შეფასებით, მოსამართლეთა ნომინირების პროცესი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ წარიმართა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი, როგორც წარიმართა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირება, ნამდვილად შეუსაბამობაში იყო კონსტიტუციასთან. ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა ეს სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული. რამდენიმე პრობლემას ვხედავთ - რა თქმა უნდა, პროცესის გამჭვირვალობა არის პრობლემატური. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ყველა პირს, რომელიც თვლის, რომ აქვს სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსში და გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

დღეს არსებულ პრობლემამდე მივედით იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რაზეც ვსაუბრობდით. ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობით უნდა ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, არამედ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უმცირესობაში არიან. მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებსაც უნდა შეეძლოთ წარდგენილნი იყვნენ პარლამენტში განსახილველად,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს გაწერს, ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის აპარატი.

„მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდეს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პირველ რიგში, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ სასამართლო რეფორმაზე და ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ იქ არსებულ პრობლემებზე. მეც, როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული ხედვა. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩაგვრთოს ამ ჯგუფში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო