ნინო ლომჯარია პირობას დებს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომლების უფლებები იყოს დაცული

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირობას დებს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების უფლებები იყოს დაცული. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.

„თიანეთთან დაკავშირებით ჩვენ შევისწავლეთ მომართვები და დავადგინეთ მერის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე მოვითხოვეთ დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტა. ამ რეკომენდაციის გაცემის შემდგომ ჩვენ მოგვმართა კიდევ არაერთმა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ რეკომენდაციის შემდგომ მათი ნაწილი გაუშვეს სამსახურიდან. ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი. ამ ეტაპზე ჩვენთან შესწავლა მიმდინარეობს რამდენიმე განცხადების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით. ვიცი, რომ რამდენიმე თქვენგანმა უკვე მიმართა სასამართლოს. სასამართლო ყველაზე ეფექტური გზა არის დაცვისთვის, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თითოეული თქვენგანის უფლება იყოს დაცული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ არსებობს პრეცედენტი, როცა სასამართლომ ერთ-ერთ თვითმმართველობას დაავალა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ მათ „დისკიმინაციის აღმოფხვრისთვის“ სახალხო დამცველს მიმართეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა