განათლების მინისტრი ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით - პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ სამუშაოები განსახორციელებელია - ასეთი ადგილები უნდა მოწესრიგდეს

მზაობაა ყველას მხრიდან, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და მოწესრიგდეს მსგავსი ქაოტური ადგილები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ვიცი ამ მომენტისთვის პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები მართლაც განსახორციელებელია. ვფიქრობთ, ასეთი ადგილები უნდა მოწესრიგდეს. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან მუშაობა დაწყებულია უკვე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავს თუ როგორ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ქალაქშიც ბევრ ადგილას გვაქვს ქაოტური ადგილები, რომლებიც სასწრაფო რეჟიმში საჭიროებს მოწესრიგებას. ყველას მზაობაა იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ადგილები როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის იყოს მოწესრიგებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცივილურ გარემოს უნდა პასუხობდეს. ნაბიჯებზე ახლა ვმუშაობთ, რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი სიტუაცია მართლაც არასახარბიელოა, რომელიც იწვევს გაუგებრობას. ძალიან მალე წარმოვადგენთ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის",- განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა